2 ნოემბერი, 2020

რეზო ჩხიკვიშვილის სიურპრიზი მაყურებელს

ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ათასობით გულშემატკივარს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს.

სულ მალე პირველი არხის ეთერში სერიალი “სეანსი” გავა, სადაც მთავარ როლს სწორედ რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

სერიალი ცნობილი ამერიკული სერიალის „In Treatment“-ის ქართული ანალოგია, რომელიც ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ისტორიებს გვიყვება. განქორწინება, დეპრესია, გაუცხოება – ეს არის პრობლემები, რომლებიც ფსიქოლოგიური დრამის გმირებს აწუხებთ.

რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად სერიალში მონაწილეობენ ნინო კასრაძე, ია სუხიტაშვილი, პაატა ინაური, აპოლონ კუბლაშვილი…

“სეანსის” რეჟისორი თინათინ გურჩიანია.