23 ნოემბერი, 2020

ყველაზე დიდებული ტერენტი გრანელი

მიუხედავად იმისა, რომ პოეტმა ტერენტი გრანელმა მხოლოდ 37 წელი იცოცხლა, განსაკუთრებული პოეზია დატოვა.

მეცნიერი და პედაგოგი საშა მიქელაძე ტერენტი გრანელთან დაკავშირებით იხსენებდა:

“მივდივარ ქუჩაში, ვხედავ ტერენტი გრანელი მოდის. მომიახლოვდა თუ არა, მარჯვენა ხელი მაღლა შემართა და დამიყვირა:

– მე უფრო დიდი პოეტი ვარ თუ გალაკტიონიო.

გამეგონა თავი გალაკტიონზე უპირატესად წარმოედგინა. მე ასე არ მიმაჩნდა, მაგრამ ვიფიქრე ვასიამოვნებ-მეთქი და ვუთხარი:

– თქვენ, ბატონო ტერენტი.

– ფუუ, შენ მე პატიოსანი კაცი მეგონეო, – მომაძახა და წავიდა.”