8 ნოემბერი, 2020

ყურადღებით მოუსმინეთ პანჩოს

მომღერალი პანჩო – ლევან მგალობლიშვილი არ ერიდება საჯაროდ დააფიქსიროს თავისი სუბიექტური აზრი:

“პოლიტიკაზე რა უნდა გითხრათ,
ბავშვმაც კი იცის, არა ვარ ვირთხა.
დავწერ, ვიმღერებ, სათქმელიც ითქვა,
ვინ როგორ გაიგებს, ეს არის კითხვა.”

მეგობრებო, მე ჩემ სუბიექტურ აზრს ვიტყვი: არაფერი ამ ქვეყანაზე არ ღირს იმად, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს. იმედი მაქვს, გონიერად მივუდგებით და მშვიდობიანად გადავწყვეტთ ყველანაირ პრობლემას.”