ქეთევან დუმბაძე პოლიტიკაში

ქეთევან დუმბაძე პოლიტიკაშინოდარ დუმბაძის შვილმა ქეთევან დუმბაძემ, რომელიც პროექტ “ცოცხალი წიგნების” ინიციატორი და დამფუძნებელია, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ის “ქართული ოცნების” პარტიის წევრია და შესაბამისად, უკვე საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა.

ინფორმაცია ისრაელში საქართველოს კულტურის დესპანმა აბრამ პაატა იოსებაშვილმა გაავრცელა:

“უძვირფასესი მეგობარი, პროექტ “ცოცხალი წიგნების” ინიციატორი, დამფუძნებმელი და მისი ხელმძღვანელი ქეთინო დუმბაძე არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად!

ძვირფასო ქეთინო, წარმატებებს ჩვეულო, გილოცავთ მორიგ წარმატებას, გისურვებთ შედეგიანი წვლილი შეგეტანოთ პარლამენტიდან საქართველოს აღორძინებისა და დასახული მიზნების განსახორციელებლად!

დიდი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილო, მისი უნიკალური ნიჭით დაჯილდოებულო, ამაყად მიაბიჯებთ მის ნაკვალევზე და დიდ იმედებს გვპირდები, ჩვენ შენი გვჯერა!”