ფოტოხელოვანი გიორგი მამასახლისი ძალიან კარგი ინიციატივით გამოდის. იგი მზადაა ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ექიმთან მისვლა სჭირდება, უფასოდ მოემსახუროს:
“ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უ ფ ა ს ო დ!
თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.”