18 ნოემბერი, 2020

ნინო წერეთელი – პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი

ნინო წერეთელი პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი იყო, რაც გასული საუკუნის 20-იანი წლებისთვის ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა.

მოქანდაკეობა არ იყო მიჩნეული ქალურ პროფესიად, მაგრამ ამისთვის თავად ხელოვანს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.

იაკობ ნიკოლაძის მოსწავლე ძირითადად პორტრეტების ჟანრში მუშაობდა. მისი ნამუშევრები ლირიული და პლასტიურია. ძირითადად მეგობრების პორტრეტებს აქანდაკებდა, თუმცა თავად იაკობ ნიკოლაძისა და ქეთევან მაღალაშვილის მუზა გახდა.

ნინო წერეთელი კოტე მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს. მისი პირველი სპექტაკლი იყო შექსპირის “ოტელო”, რომელზეც პეტრე ოცხელთან ერთად იმუშავა. ამას მოჰყვა სოლიკო ვირსალაძესთან ერთად მუშაობა ოპერის თეატრში.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო წერეთელი სრულიად ახალგაზრდა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან დიდი მემკვიდრეობა დატოვა. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების ნაწილი დაკარგულია.