22 ნოემბერი, 2020

ნინო ძოწენიძის გულითადი თხოვნა

მომღერალ ნინო ძოწენიძის გულითადი თხოვნა ყველა იმ ადამიანს ეხება, ვისაც საქართველოში არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია:

“პანდემია, შიმშილი, უმოქმედობა, თითქოს ყველაფერი ნაცრისფერი გახდა ირგვლივ, სიმწრის სიცილი გვაქვს ყველას სახეზე შემორჩენილი, რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს, არ მჯერა გამოუვალი მდგომარეობის, მაგრამ ახლა სრული ჩაკეტვა საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ფსიქიკას და რაც მთავარია ეკონომიკას!

ვირუსი ყველაზე მეტად მშიერ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანს მოერევა! რამე მოიმოქმედეთ, ოღონდ არა დამანგრეველი! გთხოვთ!”