28 ნოემბერი, 2020

ნიკო გომელაური: “ვეტრფი ნოემბერს – რიცხვი 28!”

პოეტ ნიკო გომელაურისთვის 28 ნოემბერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო. სწორედ ამ დღეს მან ცხოვრება უსაყვარლეს მეუღლეს ნინა ჩოდრიშვილს დაუკავშირა და ამ თარიღს ლექსი მიუძღვნა:

“ვეტრფი ნოემბერს,
რიცხვი 28!
შენ რომ მომენდე,
ღმერთმა მომართვა…

ეს სიყვარული ისე ვრცელია…
გავახალისებ, მიიღე ცნობად.
უნდა გაგშორდე, უეჭველია,
რომ კიდევ ერთხელ შეგირთო ცოლად.”