მუსიკოს მიხეილ თოდუას ციხეში აბრუნებენ

მუსიკოს მიხეილ თოდუას ციხეში აბრუნებენმუსიკოს მიხეილ თოდუას, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით Michailo, ციხეში აბრუნებენ.

ინფორმაცია კლუბ “ბასსიანის” დამაარსებელმა ნაჯა ორაშვილმა გაავრცელა:

“მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით Michailo, 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ ელექტრონული სამაჯურის ტარების უფლებით შარშან გათავისუფლდა. ზედმიწევნით იცავდა ყველა დადგენილ წესს და რეკომენდაციას, 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გადიოდა, თუ სადმე უკრავდა, სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმირებული ჰყავდა.

თუმცა, ამ უკიდურეს კრიზისში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე დაკვრის გამო, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მისი ციხეში დაბრუნება მოითხოვა. (უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებული შეზღუდვების პირობებში მსგავსი ტიპის ქმედება საარჩევნო კამპანიის პირობებში კანონით არ იკრძალება).

მიხაილოს სასამართლო პროცესი 14 საათზე გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში.

არ დავუშვათ ამ შესანიშნავი არტისტის და უკეთილშობილესი ადამიანის ციხეში დაბრუნება.

გთხოვთ, ყველამ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი.”