16 ნოემბერი, 2020

“მიმინოდან” ამოღებული კადრები

საბჭოთა პერიოდში ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ფილმიდან ჭრიდნენ კადრებს. კადრები ძირითადად ეკლესიას, ჯვრისწერას, ღმერთს და რწმენას უკავშირდებოდა.

გამონაკლისი არც რეჟისორ გია დანელიას ფილმი “მიმინო” აღმოჩნდა. ფილმთან დაკავშირებული ამბავი თამრო ოქრუაშვილმა გაიხსენა:

“მიმინო” ხომ ყველას გვახსოვს და ჭორად ვიცით ისიც, რაც ფილმში აღარ შევიდა:

ვალიკოს სასამართლო მიმდინარეობს, შეწუხებული რუბიკა ეკლესიაში შედის, უნდა სანთელი დაანთოს და ვალიკოსთვის ღმერთს სვაბოდა-აპრავდანიე გამოსთხოვოს!

ხედავს, რუსი დგას ხატთან და ღმერთს არყისთვის მანეთს ეხვეწება! რუბიკა აძლევს რუსს ფულს და ეუბნება – ნე ატვლეკაი ბოგა!

ხოდა, დელომ ზაიმიტეს, რებიატა, ბოგა ნე ატვლეკაიწე!”