7 ნოემბერი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილის მიმართვა კოლეგებს

მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი თავის კოლეგებს საჯაროდ მიმართავს:

“ჩემს კოლეგებს მივმართავ – ყველაზე კარგად თქვენ იცით, რა კომპოზიტორი ვარ. ის, რომ მე ტელევიზიით არ გამოგყავართ, მოგწონთ თქვენი საქციელი?

არა უშავს, სანთელ-საკმეველი თავის გზას მაინც იპოვნის, მეც მექნება ჩემი თეატრი, მაგრამ თქვენ ჩემი მეგობრები აღარ იქნებით!

ყველა, ვინც დღეს მოღვაწაობს შოუ ბიზნესში, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. პოლიტიკის გამო რომ დამიკიდეთ, ეს დიდი მარაზმია და დიდი ბოროტება…
ჩემი ხსენების გაქრობა გინდათ, მაგრამ არ გამოვა…”