მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა თავისი არჩევანის შესახებ გულწრფელად ისაუბრა თავის ერთ-ერთ პიესაში „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“:
„უმცირესობაში ყოფნა ჩემი მორალური იმპერატივია, ჩემი არჩევანი!
და მე ვამაყობ ყოველი ჩემი მეგობრით, ვინც მკაფიოდ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს,
უთხრა არა – უსამართლობას, შემგუებლობას, კონფორმიზმს!
უთხრა არა – რეჟიმსა და მის იქედნებს!
უთხრა არა – დამფრთხალი ობივატელისა და მედროვის ცდუნებებს,
ვისთვისაც ეს სიტყვები შესაძლოა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს სწორედ შილერისეული პათოსია!“