18 ნოემბერი, 2020

ის, რაც ჭაბუა ამირეჯიბზე უნდა ვიცოდეთ

კლასიკოსი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შესახებ ბევრი ამბავია ცნობილი, თუმცა ნოდარ დუმბაძის შვილი – მანანა დუმბაძე მისთვის განსაკუთრებით ძვირფას ისტორიას იხსენებს:

“შვედ პოეტ პიტერ კურმანს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, ძველი მეგობარი, ჭაბუა ამირეჯობი გულში არ ჩაეკრა. ღმერთმა უსმინა და ბევრი წლის შემდეგ ჩვენ, სხვა შვედ მწერლებთან ერთად, ბატონ ჭაბუას სახლში ვეწვიეთ. იქ პიტერს ისე შეხვდნენ, როგორც საკუთარ ოჯახში. გაიხარეს მეგობრებმა. ძველი ალბომი გადმოიღეს და დიდხანს ათვალიერეს სურათები. ბევრი ჰქონდათ გასახსენებელი.

ბატონი ჭაბუა ავბედობის ჟამს დიდხანს ცხოვრობდა შვედეთში პიტერ კურმანის საზაფხულო რეზიდენციაში, სადაც ოთახს, რომელსაც ის იკავებდა, დღესაც მისი სახელი და გვარი აწერია.

ამ შეხვედრის შემდეგ ორ თვეში ბატონი ჭაბუა გარდაიცვალა. პიტერმა მომწერა, ვიცი მთელი საქართველო მისი ჭირისუფალია, მაგრამ გთხოვთ, მეც მიმიღეთ ჩემი ჭაბუას უბედურ შვედ ჭირისუფლადო.”