11 ნოემბერი, 2020

გიორგი ლეონიძის უძვირფასესი სიტყვები

მწერალი და პოეტი გიორგი ლეონიძე – ყველასთვის საყვარელი გოგლა თავისი შემოქმედებით ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებზე გვაფიქრებს. მისი ლექსები თუ მოთხრობები სავსეა სიყვარულითა და გულწრფელობით:

“შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი.
ჰმ… რაღა ამოიყვანს?!
ვაი, მამულო გასამედებულო!
მეცოდება, მეცოდება ჩემი სამშობლო საქართველო!
ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილი, გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!
იმარხება საქართველო! იმარხება ქრისტეს კუნძული!
ღმერთო, შენი იმედი მაქვს. ფეხზე დააყენე ჩემი მამული.
მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება.
ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი, ქართველთყლაპია.
აღსდექ საქართველოვ!
ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა…
საქმეა საჭირო, საქმე!
ნუ გეშინიათ, ხალხო, ისევ დაგვებადება აღმაშენებელი, რუსთაველი, თამარი. ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული.
აღსდეგ საქართველოვ!
აღსდექ საქართველოვ!”