15 ნოემბერი, 2020

გია ნიკოლაძის კატეგორიული გაფრთხილება

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი გია ნიკოლაძე კატეგორიულად აფრთხილებს პოლიტიკოსებს, ნუ იყენებენ მის სიმღერებს მიტინგებზე:

“ჩემი სიმღერა მომესმა
მიტინგის სარბიელიდან
და საავტოროს მივმართავ
რომ გამოგლიჯოს ხელიდან!
მე დასატკბობად მოვედი
მე ჩემ ხალხს ვემსახურები
და არაფერში მჭირდება
პოლიტიკოსთა ქულები…
ყოველი ჩემი სიმღერა
ტკბობისთვის იწერებოდა
და არა იმ განწყობისთვის
რომელიც გუშინ მეფობდა!
თქვე კაი დედმამისშვილო
აზრები მაინც გეკითხათ
ჩემთვის და ჩემიანისთვის
განწყობა გამოგეკითხათ
ვინმე მხარს გიჭერთ თუ არა
თქვენზე რას ვფიქრობ ეგება
ვიცი რომ იცით გიორგის
რა სტატუსებიც ერგება
ჩემი სიმღერით მოხვედით
განწყობა წამი წუთია
სწორედ იმ დროს და მომენტში
როცა პანდორას ყუთია
მერე ზემოდან დაგვხედეთ
თქვენივე თავში ავარდით
სულ ბოროტების ბრალია
დღეს რა დღეშიდაც ჩავარდით
ეგ სულ ის სიმღერებია
შავ სიაში რომ გეწერათ
რაც თქვენმა გუნდმა შეგიქმნათ
იქნებ ისინი გემღერათ
თქვენც წუთისოფლის წუთი ხართ
და ყველა რევოლუციაც
თქვენ გაგიარეთ და ახლა
სულ სხვაა კონსტიტუცია
ხელოვნებაა მთავარი
რადგან ის არის კულტურა
კულტურას იცავს ყოველი
სახელმწიფო და სტრუქტურა
ყველა ჩვენ გვემსახურებით
პოლიტიკაც და ჯარების
ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ
და დროში დავიარებით
კულტურა ღვთის მადლს აკულტებს
ის პოლიტიკა არ არის
მაგრამ ის არის ხალხების
მეფეც და მხედართმთავარიც
ჩვენ დედამიწას დავატკბობთ
ამას ბუნება გვპირდება
მსოფლიო რევოლუცია
საქართველოდან იწყება
როცა დედაღმერთს შევიცნობთ
ქრისტემ თქვა გაგვიკვირდება
ჰოდა ჩემ ლექსებს შეეშვით!
ჩემი საქმისთვის მჭირდება!”