გამოემშვიდობეთ თბილისის უკანასკნელ ძველ კინოთეატრს

გამოემშვიდობეთ თბილისის უკანასკნელ ძველ კინოთეატრსსულ მალე თბილისს უკანასკნელი ძველი კინოთეატრიც აღარ ექნება.

ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ავრცელებს:

“აბა, გამოემშვიდობეთ თბილისის უკანასკნელ ძველ კინოთეატრს.

განაცხადი შეტანილია და ელოდება მშენებლობის ნებართვას.

“შენობის ფუნქციები :

-1 სარდაფის სართულზე განთავსდება კინოდარბაზი (104 ადამიანზე) . მისი ვესტიბიული, საზოგადო სველი წერტილები, საინჟინრო და დამხმარე ფართები.

შენობის ნულ სართულზე კი განთავსდება ცენტრალური კონო დარბაზი (ატრიუმში 165-170 ადამიანზე), ვესტიბიულში კინო მუზეუმი, კინო ბიბლიოთეკა კაფის ფუნქციით და კინო დარბაზის წინ არსებული მცირე რესტორანი. აგრეთვე სასტუმრო რეცეფცია და ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისთვის საჭირო დამხმარე ფართები.

1,2,3,4,5 სართულებზე კი სასტუმრო ნომრებია განთავსებული, სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართებით, ერთი გამონაკლისით, რომ მე-4 სართულზე დამატებულია კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასა”

პ.ს. არ იდარდოთ კინომანებო სარდაფში იქნება კინო ტუალეტების გვერდზე.

ვიცი, ყველას გაგიხარდებათ ამ შედევრის ავტორი, მელიქიშვილის გამზირზე ისტორიის ინსტიტუტის დამაქცეველი არქიტექტორი – ირაკლი შარაშიძეა.”