16 ნოემბერი, 2020

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის პროგრამას და ფილმების ნახვის ინსტრუქციას

BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში – 15-25 ნოემბერს ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია საჯაროა.

BIAFF კინოფესტივალი, პანდემიური სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ციფრულ/ონლაინ ფორმატში ტარდება.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ფესტივალის პროგრამის (ფილმების სია) შესახებ, თუ რა პერიოდშია შესაძლებელი ფილმების ნახვა და როგორ უნდა ნახოთ ფილმები ჩვენს პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე:

BIAFF  კინოფესტივალის პროგრამა (ფილმების სია) – http://biaff.org/ge/films  ასევე  – https://bit.ly/3lxtq7h
BIAFF კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა –  http://biaff.org/ge/BIAFF-jury
BIAFF კატალოგი – https://bit.ly/3f292ss

ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ პერიოდში – 15 ნოემბერიდან 25 ნოემბრის ჩათვლით!

festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის, „დიდოსტატთა კოლექციის“ და „ქართული პანორამის“ ორი ფილმი (დიტო ცინცაძის „შინდისი” და გიორგი მრევლიშვილის „12 გაკვეთილი”)  ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა:
რეგისტრაცია – მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებთ საიტზე შესვლას და ფესტივალის ფილმების ნახვას. #BIAFF კინოფესტივალის ფილმები განთავსებულია შემდეგ ბმულზე –https://www.festivalscope.com/page/batumi-international-art-house-film-festival/ . 2-3 ფილმი დაემატება 16-17 ნოემბერს.

FESTIVALSCOPE-ზე ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება – თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი. ფილმის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში!
FESTIVALSCOPE-ზე ფილმის ნახვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი – თითოეული ფილმის ნახვისთვის (ე.წ. „არენდა“ „გამოწერა“) შეგიძლიათ 5 დღით, და ამ 5 დღის ფარგლებში თქვენ გაქვთ 30 საათიანი შუალედი ფილმის სანახავად. ანუ – თუ ფილმის ნახვისთვის დააჭერთ ღილაკს PLAY – ამ მომენტიდან 30 საათის ფარგლებში შეძლებთ იმ კონკრეტული ფილმის ნახვას. შესაბამისად აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს დეტალები სანამ ფილმების „გამოწერას“, ნახვას  დაიწყებდეთ.

vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სანახავი ინტერნეტ ბმული – https://vimeo.com/showcase/7741777 ( უნდა შეიყვანოთ პაროლი –  biaff2020).  პაროლის შეყვანის შემდეგ გადადიხართ BIAFF კინოფესტივალის ფილმების პროგრამაზე და შეგიძლიათ ნახოთ იქ განთავსებული ფილმები

ფილმი „კახეთის მატარებელი“ (სექცია „ქართული პანორამა“) – ფილმის ბმული – https://vimeo.com/374102258 ;  პაროლი – liraproductionstudios777

VIMEO-ზე განთავსებული ფილმების ნახვა ნებისმიერ ლოკაციიდან (ქვეყანაში) არის შესაძლებელი

ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება უფასოდ ორივე პლატფორმაზე და ფილმებს ააქვს ქართული სუბტიტრები

COVIDEO – კინოფესტივალის სპეციალური სექცია (კოვიდ19 პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები) – შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – https://www.facebook.com/watch/142591185759825/328839055011826  

ონლაინ პლატფორმაზე ფილმების ნახვასთან დაკავშირებული კითხვები  შეგიძლიათ მოგვწერთო – BIAFF ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) ან ელ.ფოსტის მეშვეობით – info@biaff.org

კინოფესტივალის მხარდამჭერები – ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი,  ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – კომპანია „ჯპს“, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან –  http://www.biaff.org  www.facebook.com/biaffbatumi

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით –info@biaff.org,, აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181. 597-998272