13 ნოემბერი, 2020

ძალიან კარგი ამბავი ვატო მაღრაძეზე

ახალგაზრდა მევიოლინე ვატო მაღრაძე მთელმა საქართველომ მაშინ გაიცნო, როდესაც უმძიმეს დაავადებას – ლიკემიას ებრძოდა და მის გადასარჩენად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები ტარდებოდა.

სასწაული მოხდა – ვატომ დაავადების დამარცხება შეძლო, საყვარელ ადამიანზე დაქორწინდა და ბიჭიც ეყოლა.

თამუნა შენგელია,”ნიჭიერთა ათწლედის” ყოფილი ხელმძღვანელი:

მაგარი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა, სამყარომ, კოსმოსმა…. კარმა… არ ვიცი…

ვისაც გახსოვთ, ჩემს ბოლო დაბადების დღეზე, საჩუქრების ნაცვლად ფული გთხოვეთ. თანხებს ვაგროვებდით კარგი ადამიანის, მუსიკოსის, ჩემი ათწლედის მოსწავლის გადასარჩენად, რომელიც 90% სასიკვდილოდ იყო გადადებული.

დღეს გამომიგზავნეს ეს ფოტო. დღეს, ჩემი დაბადების დღეს, ვატო მაღრაძეს გაუჩნდა ბიჭი!!! მატეო! აბა არაა ეს სასწაული და ბედნიერება?! წინასწარ რომ მეთქვა მსგავსი რამ, ალბათ დასაცინი გავხდებოდი. ჩვენი წვლილი მცირეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვიღებთ და ვინაწილებთ ამ საჩუქარს.

ვახ, რა ბედნიერი ვარ! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ღმერთს ვუყვარვარ და მელაპარაკება!”