მწერალი დინა მირცხულავა თითოეულ ჩვენგანს გვთხოვს დავუჯეროთ და გავერიდოთ ადამიანებს, რომლებმაც:
“რამდენჯერაც გითხრეს, ნუ ტირი – იმდენჯერ გატირეს.
რამდენჯერაც გითხრეს, ნუ გეშინია – იმდენჯერ შეგაშინეს.
რამდენჯერაც გითხრეს, მე შენთან ვარ – იმდენჯერ მიგატოვეს.
რამდენჯერაც გაზაფხულის მოსვლა გახარეს – იმდენჯერ გაგიმეტეს ზამთრის ყინვებისთვის.
რამდენჯერაც გასასვლელი გასწავლეს – იმდენჯერ ჩაგიხერგეს გზები.
რამდენჯერაც გითხრეს, რომ ფრთები გქონდა – იმდენჯერ შეგიკვეცეს ფრთები.
გაერიდეთ ასეთ ადამიანებს, მკვლელები არიან ისინი და თქვენ დროში გაწელილ თვითმკვლელებად გაქცევენ…”