ბექა გოჩიაშვილი: “არსად გაქცევას არ ვაპირებ!”

ბექა გოჩიაშვილი: "არსად გაქცევას არ ვაპირებ!"მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც თავისი ვირტუოზული ნიჭით საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, აცხადებს, რომ მისთვის მთავარი საქართველოა:

“არანაირი მუსიკა, არანაირი პროფესია, არანაირი კარიერა, არანაირი სახის ბენეფიტი არ უდრის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის დროს გამარჯვების შეგრძნებას.

საქართველო და პრინციპი უპირველეს ყოვლისა!

ბოლომდე გვერდში გიდგავართ, არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ! დღეს, როგორც ყოველთვის, ჩემი მუსიკაც და პროფესიაც ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა!”