1 ნოემბერი, 2020

ანბანთმცოდნეობის ქურუმი რამაზ პატარიძე გარდაიცვალა

ანბანთმცოდნეობის ქურუმი, დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პავლე ინგოროყვას მოსწავლე იყო და ანბანს 64 წლის განმავლობაში იკვლევდა.

სამწუხარო ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა:

“ექვს ნოემბერს 93 წელი შეუსრულდებოდა დამწრელობათმცოდნე რამაზ პატარიძეს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

მისი გარდაცვალების შესახებ აქ, ინტერნეტში, რუსუდან ძნელაძის გვერდზე შევიტყვე. შემდეგ ჩემს მეგობარს შევეხმიანე, ვინც ბატონი რამაზი გამაცნო – მანანა აბაშიძემ მითხრა, რომ ეს სამწუხარო ამბავი გუშინ მომხდარა.

ბატონ რამაზს ფოტო ოთხი წლის წინ, მის დაბადების დღეზე გადავუღე, სოლოლაკში, იქ, სადაც ცხოვრობდა.”