10 ნოემბერი, 2020

ალექსანდრე ზაზარაშვილი კვლავ პირველია

ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც უკრაინული “ვოისის” მოგების შემდეგ მთელმა მსოფლიოს გაიცნო, კვლავ ფავორიტებშია.

The Voice Global-მა გამოაქვეყნა “საბავშვო ვოისის” საუკეთესო 5 კონკურსანტი, რომლებმაც სელინ დიონის ცნობილი ჰიტები საუკეთესოდ შეასრულეს.

ხუთეულის პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა დაიკავა. მასთან ერთად რჩეულთა შორის აღმოჩნდნენ ფილიპინების, ბელგიის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის “საბავშვო ვოისის” მონაწილეები, რომლებმაც ბრმა მოსმენებისთვის სელინ დიონის ცნობილი სიმღერები შეარჩიეს.