9 ნოემბერი, 2020

აკა სინჯიკაშვილის სპეციალური განცხადება

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა გაჭირთვებულ ადამიანს ეხმარება და ჩვენი ბედკრული სამშობლოს უმძიმესი ვითარება ნებისმიერ პოლიტიკოსზე კარგად იცის, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“აისინი იყვნენ გვცემდნენ, მერე ისინი იყვნენ და გვცემდნენ, მერე ესენი მოვიდნენ გვცემეს, ეხლა აესენი არიან და გვცემენ! ახალი რას იზამს როგორ გგონიათ?

გააატრაკეთ მართლა ამ პარტიებმა, გვაცადეთ ჩვენც ცხოვრება, რა ვერ გაიყავით, რამდენი სკამია სულ და სადამდე უნდა გვცემდეთ სულ თქვენი დედავატირე.

50000 ბავშვი შიმშილობს ყოველდღე ქვეყანაში, პანდემია და საგიჟეთია, ქუჩაში კიდევ სულ ვიღაცას სცემენ. სკამისთვის, ფულისთვის და რომელიც გინდა მოერიოს, იმასაც ეგრევე ფეხებზე ეკიდება ქვეყანა, როგორც სხვა დანარჩენებს!

თავს გაუფრთხილდით ყველა, ერთად უნდა გავძლოთ და მოვერიოთ ყველაფერს.”