11 ოქტომბერი, 2020

უსამართლობის პიკი ელენე ახვლედიანის შთამომავლებისთვის

ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავლების მიმართ გაუგონარი უსამართლობა ხორციელდება – მხატვრის შთამომავალი, ასევე მხატვარი ირაკლი ახვლედიანი მეუღლესთან და 3-მცირეწლოვან შვილთან ერთად კერძო მევახშის გამო ქუჩაში რჩება:

“იქნებ მივიდეს ადრესატამდე ეს ამბავი და 3 ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს როგორც დღეს არიან. მართლა ქუჩაში არიან… ყველაფერი წაართვეს…

არადა, ამ ოჯახმა სახელმწიფოს მილიონობით ქონება უსასყიდლოდ გადასცა!

ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალი, ასევე მხატვარი და მოქანდაკე ირაკლი ახვლედიანი, მეუღლესთან და სამ – 4, 8 და 10 წლის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქუჩაში დარჩა. იგი კერძო მევახშის მსხვერპლი გახდა. არადა ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ, 1975 წელს მისმა ძმამ გიორგი ახვლედიანმა და იკას მამამ დიმიტრი ახვლედიანმა ქიაჩელის ქუჩა ნომერ 12-ში ელენე ახვლედიანის კუთვნილი სახლი, უნიკალური კოლექციით და მათ შორის პაბლო პიკასოთი, ელიჩკასი და სხვა მხატვრების 3.600 ნამუშევარს რომ ითვლის, სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ სახელმწიფოს დიდი მხატვრის სახლ-მუზეუმად გადასცეს, რაც მრავალმილიონიანი ქონებაა! მათ რომ სახლში თუნდაც რამდენიმე შედევრი დაეტოვებინათ, დღეს ირაკლის ოჯახი მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა.

ეს ამბავი თიკო თვალაძისგან გავიგე და ძალიან განვიცდი…

მჯერა, ვინც ამ ამბავს შეიტყობს და გულთან მიიტანს, მხოლოდ სიყვარულით და თანადგომის სურვილით განეწყობა და ისიც მჯერა, რომ ადამიანური დამოკიდებულებები, კეთილი სურვილები, თანადგომის განცდა და სიყვარული საოცრებებს ახდენს!

მაიკო მაჩაბელი – შემოქმედთა საერთაშორისო დასი”