4 ოქტომბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი ჯილდო გუჯა ბურდულისთვის

მსახიობი და მომღერალი გუჯა ბურდული მთელ საქართველოს რომ ძალიან უყვარს, ამაზე არავინ დავობს.

თიანეთელებმა განსაკუთრებული სიყვარული ხელოვანის მიმართ მისთვის თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებით გამოხატეს.

სასიამოვნო ინფორმაცია გუჯა ბურდულის შვილმა, რეჟისორმა მაკა ბურდულმა გაავრცელა:

“მამა, გილოცავ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებას.”