13 ოქტომბერი, 2020

ულამაზესი მეგრელი გოგონას საოცრად ლამაზად ნამღერი “ვაგიორქო მა”

ცნობილი მეგრული სიმღერა “ვაგიორქო მა” არაერთმა მომღერალმა იმღერა და თითოეულმა მათგანმა თავისი განსაკუთრებულობა შემატა ამ უკვდავ სიმღერას.

14 წლის მომღერალმა ანი ჩაგუნავამ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა სრულიად ახლებურად ააჟღერა. ანსამბლ “გვირილას” წევრმა, რომლის ხელმძღვანელიც ერნა წიფურიაა, მეგრული ნაწარმოები ათასობით მსმენელს სულ სხვაგვარად დაანახა.

მომღერალმა სიმღერაზე კლიპიც გადაიღო. ვიდეორგოლის გადაღებები ულამაზეს მარტვილში მიმდინარეობდა და მისი რეჟისორი ბესო კვარაცხელიაა.

ანი ჩაგუნავას ვიდეოკლიპი ინტერნეტში უკვე განთავსდა და უამრავი მოწონება, გაზიარება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.