22 ოქტომბერი, 2020

სერგო ზაქარიაძის ყველაზე გულწრფელი წერილი

თეატრისა და კინოს მსახიობის სერგო ზაქარიაძის ყველაზე გულწრფელი წერილი თეატრსა და მაყურებელს ეძღვნება:

“,მაყურებელს რომ ყურადღება არ ექცევა, ამას თქვენ დაინახავთ თეატრის შემოსასვლელიდან თვით სცენის ფარდამდე.

ვინ უწევს ანგარიშს ხალხის აღზრდას?

რეპერტუარი და მისი განსახიერება არც აუდიტორიის გემოვნებამდე უნდა დავიდეს და არც დიდად გაუსწროს მას. აუდიტორიას უნდა მისცეს თეატრმა არა ის, რასაც აუდიტორია მოითხოვს და რაც მას დააკმაყოფილებს, არამედ ცოტა მეტი. ეს ,,ცოტა მეტიც” იქნება თეატრის აღმზრდელობითი გავლენა აუდიტორიაზე. და აქ ჩვენი თეატრის ხელმძღვანელები უშინაარსო და უგემოვნო რეპერტუარების შერჩევით კი არ ავითარებენ, კი არ წვრთნიან საზოგადოებას, არამედ ართობენ მას.

ამის გამო თეატრი საზოგადოების გარკვეული, საშუალო და ხშირად დაბალი კულტურის მქონე ფენის თანამგზავრია.”