25 ოქტომბერი, 2020

რუსთაველის თეატრს ჩამოშორებული მარინე თბილელი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მსახიობი მარინე თბილელი რუსთაველის თეატრის ჩამოაშორეს.
თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, იგი რუსთაველის თეატრში მივიდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ საყვარელი საქმის და თეატრის გარეშე დარჩა:

“უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, პატარა ბავშვი და მოხუცი დედა. უთეატრობას მტკივნეულად განვიცდიდი,” – ასე იხსენებდა ურთულეს პერიოდს მსახიობი.

საბედნიეროდ, მარინე თბილელის უთეატრობა დასრულდა. იგი ჯერ სოხუმის თეატრში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა, თუმცა მშობლიურ რუსთაველის თეატრს მაინც დაუბრუნდა.

რობერტ სტურუას ლეგენდარული “კავკასიური ცარცის წრე” იყო ის სპექტაკლი, რომლითაც მარინე თბილელი რუსთაველის თეატრის სცენაზე კვლავ გამოჩნდა.

ყველაზე მეტად მსახიობს სცენის დატოვების და სიბერის ეშინოდა, თუმცა 64 წლის ასაკში განცხადება დაწერა და საყვარელ საქმეზე უარი თქვა.

მარინე თბილელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.