10 ოქტომბერი, 2020

ლევან ღვინჯილიას საყვედური “რანინას”

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია მუსიკალურ შოუს “რანინას” საყვედურობს:

“ვინმემ ხომ არ იცით, რა ენაზე მღერიან?

ამ ცნობილ ანსამბლს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როცა მისთვის ხელმიუწვდომელ ენაზე მღერის. რა პრობლემა იყო ტექსტის გამართვა?

უხერხულია ამის საჯაროდ გამოტანა.

არ გეკადრება, დავით, შენი პრეტენზიის მქონე ლოტბარს, მეგრულისადმი ასე აგდებული დამოკიდებულება, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ამ სიმღერის წმინდად ეროტიკული შინაარსი ყოვლად შეუფერებელია მცირეწლოვანი გოგონასთვის შესასრულებლად, როცა ზრდასრული მამაკაცი პატარა ბავშვს ეარშიყება.

სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ!”