29 ოქტომბერი, 2020

ხმა მიეცით მაია მახათელს!

ქართველი ბალერინა მაია მახათელი ჟურნალმა “Dance Europe” საუკეთესო მოცეკვავეთა შორის დაასახელა.

“2020 წლის საუკეთესო მოცეკვავის” ტიტულის მოსაპოვებლად მაია მახათელთან ერთად იბრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასების რჩეული მოცეკვავეები.

ეს არის ყოველწლიური დაჯილდოება და მასში რიგითი ადამიანების მონაწილეობა გადამწყვეტია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ელექტრონულ ფოსტაზე media@danceeurope.net გაგზავნოს მისთვის სასურველი მოცეკვავის სახელი და გვარი 31 ოქტომბრის ჩათვლით.