13 ოქტომბერი, 2020

გივი სიხარულიძის მიძღვნა დალი თუშიშვილს

მსახიობმა გივი სიხარულიძემ უახლოეს მეგობარს დალი თუშიშვილს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა და ამ მიძღვნაში ყველა ქალბატონი გააერთიანა:

“ვუძღვნი ჩემს ულამაზეს, დალი თუშიშვილს და ყველა ქალბატონს!

ღმერთისაგან ნაფერებო ქალო!

ლაგამს მორეულო,
უნაგირ აწყვეტილო, რაშო.
მთის ნისლო, წამოსულო,
მშვენებად ჩამოსულო,
ჩანჩქერად გადმოღვრილო, ქალო!
ზღვის ტალღით ნაფერებო,
შენ, მუზის ფერებო,
მზისა და ვარსკვლავის
და მთვარის ფერებო,
მისგან ნაფერებო,
ჩემგან ნაფერებო,
ყველასგან ნაფერებო,
ყველგან ნაფერებო,
შენ, იის ფერებო,
შენ, ვარდის ფერებო,
ღმერთისგან ნაფერებო, ქალო!”