8 ოქტომბერი, 2020

გელათში უნიკალური მოხატულობა ცვივა

გელათში უნიკალური მოხატულობა ყოველდღიურად ცვივა.

ინფორმაციას და ფოტოს თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს:

“კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ფერწერის დეტალები და ამ გზით ნადგურდება გელათის უნიკალური მოხატულობა.

სურათზე ასახულია კედლებიდან ხარაჩოზე ჩამოყრილი ბათქაში, რომელიც საბოლოოდ ნარჩენებთან ერთად გააქვთ ტაძრიდან…

დუმს ბიუროკრატია…
მასთან დაახლოებული წრეები…
დუმან სპეციალისტები…
დუმს ყველა, ვინც ბაგრატის რეაბილირაციზე ცოფებს ყრიდა…
ეკლესია…
აკადემიური წრეები…
სამოქალაქო საზოგადოება…
პოლიტიკური სპექტრი…
მედიის უდიდესი ნაწილი…

აქტიურობს რამდემინე ადამიანი, რაც გელათის გადასარჩენად არ კმარა, რადგან მონასტერი ისევ იმათ ხელშია, ვინც აქამდე მიიყვანა!”