11 ოქტომბერი, 2020

ბარბარა სამხარაძე: “უსამართლობასთან ბრძოლამ დამღალა”

“ნიჭიერის” გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე უსამართლობასთან ბრძოლამ დაღალა. უკვე მესამე თვეა მომღერალი კუთვნილი ჰონორარის ჩარიცხვას უშედეგოდ ელოდება:

“ეს დღე ხომ გახსოვთ? ისიც ხომ გახსოვთ, თანხა რომ არ ჩამირიცხეს?

დღეს უკვე მესამე თვე დაიწყო კუთვნილ 200 ლარზე მაღლიტინებენ. ერთი შეხედვით ბევრი არ ჩანს, მაგრამ სტუდენტისთვის, რომელიც თავისით ცდილობს ,,თავის გატანას” სულაც არ მეცოტავება.

P.S. წინაზე ერთი ამბავი რომ ატყდა კომენტარებში, მეორე დღესვე ჩამირიცხეს ნაწილი. მას შემდეგ ყოველ საღამოს ვიღებდი პასუხს, დილით ჩამერიცხებოდა დარჩენილი თანხა.

როცა უფრო მკაცრად მოვითხოვე, თურმე ჩემი კონცერტის დღეს მთელი ბაღდათი მაგათ დასცინოდათ და მე ოჯახით ჩავედი…

დავიღალე იციით? უსამართლობასთან ბრძოლამ დამღალა. განაჩენი თქვენზე იყოს… ბევრის წერის თავიც არ მაქვს, მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიმყოფები და აქვე: მომღერალები უარს ამბობენ ტელევიზიაში უფასოდ სიმღერაზე და ჩემს ოჯახზე გადასული ხარჯი, დრო და ენერგია ვის უნდა შევარჩინო?

მადლობა ვინც ყურადღება დაუთმეთ ჩემს პრობლემას!”