24 ოქტომბერი, 2020

ანა ქასრაშვილის უდიდესი წარმატება

ახალგაზრდა კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ნომინაციაში “ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილ საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი” გამარჯვებულია.

ნიკოლოზ რაჭველი:

“მინდა უდიდესი სიხარულით მივულოცო ახალგაზრდა კომპოზიტორს, უნიჭიერეს და მაღალ პროფესიონალ ანა ქასრაშვილს, რომელმაც გაიმარჯვა World Soundtrack Awards-ის ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ კინოფილმისთვის შექმნილი მუსიკის ნომინაციაში!

ბედნიერი ვარ ანას გამო, ანას მუსიკა მიყვარს და მინდა, რომ მისი ნამუშევრების დამსახურებით კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩემი ქვეყანა!”