14 სექტემბერი, 2020

ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ საუკეთესოა

საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს (COUNCIL OF EUROPE) XXI საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია მიიღო.

სტრატეგია21 გახლავთ ევროპის საბჭოს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს XXI საუკუნეში ისეთი პრაქტიკების შესწავლას და მათ ონლაინ პლატფორმაზე გაზიარებას, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

პროექტში 51 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც და ინიციატივა „ქსოვილი საქართველოდან“ სტრატეგია21-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა.