თბილისში ულამაზესი მოზაიკა დაამახინჯეს

თბილისში ულამაზესი მოზაიკა დაამახინჯესთბილისში ულამაზესი მოზაიკა დაამახინჯეს, რომელიც ნაძალადევში ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარეობს.

მარიამ გრიგალაშვილი:

“ძალიან გამწარებული ვარ!

ეს ულამაზესი საბჭოთა მოზაიკა, რომელიც თუ ცოცხლად არა, ფოტოზე მაინც გექნებათ ნანახი, ჩემი სახლის მახლობლადაა, ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე. განსაკუთრებულად მიყვარს და ყოველი ჩავლისას ვჩერდებოდი, შესათვალიერებლად.

დაახლოებით 1 თვეა არ გამივლია და დღეს ასეთი რაღაც დამხვდა.

ასეთი რა ჯიშის ცხოველები ბინადრობენ ამ ქვეყანაში?! არ ვიცი და არ მესმის. ასე ყველაფრის განადგურებასა და გაოხრებაზე როგორაა საშუალოს სტატისტიკური ქართველი ორიენტირებული?!

კულტურის სამინისტრო როდის გამოფხიზლდება და მიანიჭებს რამე სტატუსს ამ მოზაიკებს, ასე რომ არ ანადგუროს ყველამ, ვისაც უადგილო ადგილზე კარ-ფანჯრის ჩაშენება უნდება?!

რასაც ვიმსახურებთ, ზუსტად იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ევროპა და ცივილიზაცია ძალიან შორსაა ქართველისგან.”

თბილისში ულამაზესი მოზაიკა დაამახინჯეს