4 აგვისტო, 2020

ასე შეიქმნა გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას”

გალაკტიონ ტაბიძის "ლურჯა ცხენების" საიდუმლოგალაკტიონ ტაბიძის შედევრზე “ქებათა ბექა ნიკორწმინდას” ამბობენ, რომ როდესაც პოეზიის მეფემ ეს ლექსი დაწერა, ნიკორწმინდა ნანახი არ ჰქონდაო.

თავად გალაკტიონი ამ ლექსის შექმნის ამბავს ასე იხსენებდა:

“მოხუცმა ნიკორწმინდელმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ დიდი გულმოდგინებით გაკეთებული მაგიდა დამიდგა ტყეში, მუხების ქვეშ… ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო მშვენიერი ხეივანი, სადაც ვმუშაობდი. ხეივანი – -ეტად მყუდრო და მშვენიერი. ეს შესანიშნავი დურგალი, აკეთებდა რა ჩემს მაგიდას, მომიყვა ცნობას ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ, და მე დავპირდი მას, რომ დავსწერდი ლექსს ნიკორწმინდაზე…”

„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ 1947 წელს გამოქვეყნდა. გალაკტიონის ამ ლექსით აღფრთოვანებულმა გრიგოლ რობაქიძემ წლების შემდეგ დაწერა:

„შედევრია ეს შაირი, ნამდვილი შედევრი. სხვა რომ არაფერი შეექმნა გალაკტიონს, ეს შაირიც საკმაო იქნებოდა, რომ იგი შესულიყო ქართულ პოეზიაში, როგორც დიდი ოსტატი“.

„ნიკორწმინდას“ გამოქვეყნებიდან ძალიან მალე, რამდენიმე თვის შემდეგ გალაკტიონმა დაწერა მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ლექსი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა“.

ამ ორი ნაწარმოების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეს მოგონება:
გალაკტიონს მურმან ლებანიძისთვის უკითხავს:

– თუ გახსოვს ჩემი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა, მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა“… რაზეა ეგ დაწერილი, თუ მიხვდები? აბა, თუ მიხვდები?!

შემდეგ კი თავადვე გაუცია პასუხი:

– „ნიკორწმინდაზე“… „ნიკორწმინდა“ რომ დავწერე შოვში, ისარი იყო ზოგისთვის და იმან მოადინა სხეპა თბილისში… შენმა გლოველებმა მასწავლეს, ძამიკო, მშვენიერი რაჭული გამოთქმაა ეგ „სხეპა მოადინა“.