12 ივლისი, 2020

სასიამოვნო სიახლე ნიკო გომელაურის თაყვანისმცემლებს

ნიკო გომელაური - ლეგენდად ქცეული მსახიობიმსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური იქცა იმ ლამაზ ლეგენდად, რომელზედაც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ თაობები.

50 წლის იუბილეზე ხელოვანი რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა გაიხსენა:

“ნიკო 50 წ.

გარდაცვლილები არც ბერდებიან და არც იცვლებიან!

ნიკო ისევ ისეთია, როგორსაც ვიცნობდი: ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი, რომანტიკოსი, ქარიზმატული, ენამოსწრებული, ენერგიული, ერთგული მეგობარი.

პანდემიამ და რეგულაციებმა, ხელი შეგვიშალეს დღეს მისი იუბილის აღნიშვნაში, მაგრამ მისი სახელი და ხსოვნა, ყოველთვის იქნება როგორც „თავისუფალ თეატრში“, ასევე გრიბოედოვის თეატრში. ნიკოს ცხოვრება და მისი როლები, იქცა იმ ლამაზ ლეგენდად, რომელზედაც ყოველი ახალმოსული მსახიობი გააკეთებს სწორებას.

დღეს, 12 ივლისს, ნიკოს დაბადების დღეს, დიდუბის პანთეონში ჩვენი მსახიობები ყვავილებს დააწყობენ მის საფლავზე, ხოლო მისი სხოვნის საღამოს, აგვისტოს თვეში, შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟთან“, სანაპიროზე გავმართავთ. იქ სადაც მან, არა ერთი ლექსი შექმნა, მის ლექსებს წავიკითხავთ და მასზე ვისაუბრებთ. იმ კაფეში, სადაც ნიკომ, თავისი ერთ-ერთი პირველი შემოქმედებითი საღამო გამართა და არაერთხელ ასწია ჭიქა, ჩვენც ავწევთ ჭიქას და მის სახელს ვადღეგრძელებთ.

გაგიმარჯოს ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძალიან მაკლიხარ.”