საშკა იოსელიანი – აფხაზეთს შეწირული მსახიობი

საშკა იოსელიანი - აფხაზეთის ომის გმირიმსახიობი ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი – მსახიობ ხათუნა იოსელიანის უმცროსი ძმა – აფხაზეთის ომში 1993 წელს დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 41 წლის იყო, მან არაერთ ქართულ ფილმსა თუ სპექტაკლში მოასწრო თამაში და მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. საშკა იოსელიანის ქუჩაში გამოჩენა განსაკუთრებით დიდი სიხარული იყო გოგონებისთვის, რადგან ყველა მასში იყო შეყვარებული. მორიდებული, ზრდილობიანი და უზომოდ სიმპათიური ბიჭის გულის მონადირებას ყველა თავისებურასდ ცდილობდა.

მსახიობის დებიუტი კინოში შედგა რეჟისორ ალექსანდრე ნინუას ფილმში “კედელი”. ამას მოჰყვა რეჟისორების გუგული მგელაძის, სიკო დოლიძის, გიგა ლორთქიფანიძის, გოგი ქავთარაძის, ირაკლი შავლიაშვილის ფილმები. განსაკუთრებულია მისი თამაში ფილმში “დათა თუთაშხია,” სადაც ვახტანგ შალითური განასახიერა.

საშკა იოსელიანმა უკანასკნელი როლი 1992 წელს “ოქროს ობობაში” ითამაშა, ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.