გიორგი გოგიჩაიშვილის – გოგიჩას ქუჩა გაიხსნა

გიორგი გოგიჩაიშვილის - გოგიჩას ქუჩა გაიხსნა“ბასტი ბუბუს” ყველაზე მხიარული და დაუვიწყარი წამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის იგივე გოგიჩას სახელობის ქუჩა ამიერიდან სოფელ ბროწეულაშია, რომელიც ნიორო-მარტყოფის გზაზე მდებარეობს. ამ სოფელში ყოფილი კინო სტუდიის აგარაკებია და არაერთი ცნობილი ადამიანის სახელობის ქუჩაა.

ინფორმაცია გოგიჩას შვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა გაავრცელა:

“არავისთვის არ გვითხოვია, არავინ შეგვიწუხებია, ადამიანებში დატოვებული სიყვარულით ასე ჩვენთვისაც ბედნიერ სურპრიზად გაჩნდა მამას ქუჩა ამ ლეგენდა ადამიანების გვერდით.

დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ალბათ ამ საჩუქარს. მადლობა მა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სიყვარული ასე დაინახა დააფაასა.”

გიორგი გოგიჩაიშვილის - გოგიჩას ქუჩა გაიხსნა