უმნიშვნელოვანესი ისტორია კოტე ჩოლოყაშვილისგან

უმნიშვნელოვანესი ისტორია კოტე ჩოლოყაშვილისგანქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა კოტე ჩოლოყაშვილმა ვაზსა და ღვინოსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი ისტორია დაგვიტოვა:

“ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან.

როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მოჰქონდა ვაზის ჯვარი, ვაზის ორი ტოტი, შეკრული თავისი თმით.

როდესაც მტრები გვიპყრობდნენ, პირველ ყოვლისა, ვენახებს ჩეხავდნენ, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს.

მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლებს, ღვინო დაგვეხმარა ქართული სულის შენარჩუნებაში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია…

ოქტომბერს ჩვენ ღვინობისთვეს ვეძახით. ჩვენ ღვინით ვემშვიდობებით გარდაცვლილს და ღვინით ვესალმებით ახალშობილს. ჩვენ ღვინით ვუხსნით სიყვარულს. გაუმარჯოს ღვინოს!”