10 ივნისი, 2020

უდიდესი დანაშაული ქართული კულტურის მიმართ

გია როინიშვილის პროტესტიქართული კულტურის მიმართ, რომლითაც მთელი საქართველო ასე ვამაყობთ, უდიდესი დანაშაული განხორციელდა.

კულტურის დაფინანსება 20,7 მლნ ლარით მცირდება, რასაც მსახიობი გია როინიშვილი დანაშაულს უწოდებს:

“ეს არის დანაშაული, არა, კიდევ უფრო უარესი – საბედისწერო შეცდომა! მხოლოდ მთავრობის არა, იმ ხალხის ვინც ამ ,,მაფიოზებს” ხმა მისცა! ხდება ასე… ნუ წავალთ წარსულში! მომავლისკენ გავიხედოთ და მოვიცილოთ ის ბოროტება, რასაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია! ეს ხელისუფლება შავი ჭირია და უნდა მოიცილოს ქართველმა ხალხმა! განათლების და კულტურის ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ უფრო მიასეკვესტრეს ამ ბანდიტებმა!

მალე ყველაფერი შეიცვლება! არის ამის ყველანაირი საშუალება დამერწმუნეთ! ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიფიქროთ არა ამ მიმართულებების გადარჩენაზე, არამედ გაძლიერებაზე და პროგრესზე!”

პ.ს. ბიუჯეტის შემცირება შეეხო არა მარტო კულტურას, არამედ სპორტსაც და განათლებასაც: სპორტის დაფინანსება მცირდება 53,3 მლნ ლარით; სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარით; პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარით; უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით; ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები კი – 2,5 მლნ ლარით.