18 ივნისი, 2020

სრულიად სამართლიანი გიორგი ონიანი

სრულიად სამართლიანი გიორგი ონიანიოპერის მომღერალი გიორგი ონიანი სრულიად სამართლიანად აცხადებს, რომ შედევრების პატრონ ქართველებს ფანოღი არ უნდა მოსწონდეთ:

“ასეთი ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების თუ გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა შექმნილი შედევრების პატრონს ფანოღი მოგწონდეს, გაუგებარია რა ფენომენთან გვაქვს საქმე.

ქართული ტექსტით გაჟღერებული სომხური, აზერბაიჯანული თუ თურქული სიმღერები არის მიზანმიმართული მცდელობა დეგრადირდეს, პირველ რიგში, გემოვნება, მერე – ავტორიტეტი…

დამიჯერეთ, ამ ვითომ უწყინარ ამბავში დიდ საფრთხეს ვგრძნობ და ერთ დღესაც დავრჩებით კოსმოსში გაშვებული “ჩაკრულოს” იმედზე.”