23 ივნისი, 2020

საბედისწერო დღე გალაკტიონ ტაბიძისთვის

"ეს არ არის საქართველო!" - გალაკტიონ ტაბიძის სატკივარიგალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელობებით და წინააღმდეგობებით, თუმცა დღე, რომელსაც იგი თავის პირად მძღოლთან არჩილ მღებრიშვილთან იხსენებდა, მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა:

“გალაკტიონი ხშირად მიყვებოდა თავისი ცხოვრების ეპიზოდებს. ოლია ოკუჯავაზე კი მითხრა: 3 თვის მოყვანილი მყავდა ოლია ცოლად, რომ უშიშროებამ ღამით წაგვიყვანა ორივე, ვაგონებში ჩაგვყარეს და ციმბირის გზას გაგვიყოლესო. ახლაც არ ვიცი სად გავჩერდით, მაგრამ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვიყავითო.

ვიღაც ქალი მიდი-მოდიოდა ვაგონების წინ, სასწრაფოდ დავწერე წერილი და იმ ქალს დავუძახე. ვთხოვე ეს წერილი ჩაედო კონვერტში და გაეგზავნა. მისამართიც დავუწერე ცალკე ფურცელზე. ქალი გაშრა რაღაც წაიკითხა, რომ სტალინს ვწერდი, ვეხვეწე, აუცილებლად გაგზავნე, გემუდარები, ჩვენი გადარჩენის ეგ ბოლო იმედია-მეთქი.

კიდევ კარგი კალამი და ბლოკნოტი თან მქონდა „ჩეკისტებმა“ დამიტოვეს – პოეტია, რამეს დაჯღაპნისო. მგონი, 3 დღე, შეიძლება მეტიც იმ ვაგონებში ვეყარეთ. წარმოიდგინე, ჩემო არჩილ, ერთ საღამოს მოვიდა ვიღაც ფორმიანი და ყველა ვაგონი ჩამოიარა – გალაკტიონ ტაბიძე რომელიაო. მე ვარ-მეთქი, ვუთხარი და ვაგონის კარი გამიღო – მოწიწებით მეპყრობოდა, მანქანით წამიყვანეს, აბანოში გამაქანეს და ახალთ-ახალი სამოსი მომცეს.

მოკლედ, მატარებლით მოსკოვში ჩამიყვანეს, კრემლში, სტალინთან. ჩემს წერილს მიეღწია სტალინამდე. შევხვდი სტალინს, გაუგებრობა მოხდა, ჩემო გალაკტიონ, თორემ შენისთანა უწყინარ ადამიანს და შენისთანა პოეტს, ნორმალური ადამიანი როგორ დაიჭერსო?!

ოლია მოვიკითხე. სტალინი დადუმდა, შუბლი შეიჭმუხნა, ახლოს მოვიდა და მითხრა – შენი მეუღლე აღარ არის ცოცხალი, სამწუხაროა და ვიზიარებ შენს ტკივილს, რა ვქნა ღმერთი არ ვარ რომ ცოლი გაგიცოცხლო, შენ კი უბატონოდ ხმას ვეღარავინ გაგცემსო. თან პირადი ტელეფონი მომცა – ამ ყაჩაღებმა და გარეწრებმა თუ შეგაწუხეს, პირადად დამირეკე და ტყავს გავაძრობო. მერე, თავის მდივანს, პოსკრებიშევს ჩემი გვარ-სახელი ჩააწერინა და გააფრთხილა – თუ დაგირეკა ამ კაცმა, რაც უნდა გთხოვოს, შეუსრულე და თუ შენ ვერ გადაწყვეტ საკითხს, სადაც არ უნდა ვიყო, მომძებნე და შემატყობინე, რომ გალაკტიონ ტაბიძე გეძებსო.

სწორედ იმის მერე დავიწყე სმა, ოლიას სიკვდილის მერე და აბა, რა მექნა, ამხელა დარტყმას ვერ გავუძელი, – ამით დაასრულა გალაკტიონმა.”