6 ივნისი, 2020

ნაღვარევის ეკლესიას ჩინელები ანგრევენ

ნაღვარევის ეკლესიას ჩინელები ანგრევენსოფელ ნაღვარევის ეკლესიას, სადაც 300-მა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი დადო, ჩინელები ანგრევენ.

ინფორმაციას პოეტი თინათიან მღვდლიაშვილი ავრცელებს:

“რა ხდება ნაღვარევში?!. რა საშიშროება ელის ეკლესიას, სადაც კრწანისის ომის 300 არაგველმა გმირმა ფიცი დადო, რომ შეეწირებოდნენ სამშობლოს? რა ესაქმებათ ჩინელებს ამ სიწმინდესთან?..
რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს?!. რა ხდება?!..

გთავაზობთ მთისა ყველაშვილის წერილს:

“საქართველოს პატრიოტებო და გულშემატკივრებო, ჩემო ქართველებო, მთიულებო, მოხევეებო და არა მარტო, ეხლა ისევ გვიხმობს ჩვენი მიწა დასახმარებლად და შველა სჭირდება იმ ჩვენს სიმდიდრეს, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს… ტაძარს, რომელშიც სამასმა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი დადო, ჩინელები გვინგრევენ და საცხოვრებელს იშენებენ თავისთვის!

დაგვეხმარეთ, დაგვიდექით გვერდით 11 ივნისს, 12 საათზე სოფელ ნაღვარევში… გეხვეწებით ქართველებო, იბრძოლეთ ჩემსა და ჩემი მეგობრების გვერდით, მოგვეხმარეთ მთიულებს ერთად დგომითა და სიყვარულით ვისხნათ ჩვენი მიწა ჩინელებისგან! გემუდარებით დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ!

უკანონოდ გვინგრევენ ტაძრებს!