13 ივნისი, 2020

გენრი დოლიძის უდიდესი წარმატება

გენრი დოლიძის უდიდესი წარმატებაქართველი პოეტის გენრი დოლიძის შემოქმედებას კარგად იცნობს პოეზიის მოყვარული მკითხველი.

მისი შემოქმედებით ლეგენდარული ჯგუფი Mumiy Troll დაინტერესდა და თავის ახალ ალბომში ქართველი პოეტის ლექსზე დაწერილი სიმღერა შეიტანა:

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სიხარულია, რომ ლეგენდარული Mumiy Troll-ის ახალ ალბომში ჩემს ტექსტზე დაწერილი სიმღერაც შევიდა.

ალბომი “ზაფხული ინტერნეტის გარეშე” – სოციალური კამპანიის სახეს ატარებს და მსოფლიოს 15 ენაზე მოუწოდებს მსმენელებს, ცოტა ხნით გაერიდონ ტექნოლოგიებს, ვირტუალურ სამყაროს და ზაფხული გაატარონ ნამდვილი გრძნობების და რეალური ურთიერთობების გარემოცვაში.

სიმღერის ქართული ვარიანტი შეასრულა მექსიკურმა დუეტმა ქართული ფესვებით – კინ ჩი კეტ
ზემოთ აღნიშნულ ვერსიას, რომელიც მოცემულ ალბომში მეხუთე ტრეკად არის წარმოდგენილი, ჰქვია – “გაიქეცი ბუნებაში”.

მოკლედ, მუსიკა: Мумий Тролль, ვოკალი: Kin Chi Kat, ტექსტი: გენრი დოლიძე.

მოუსმინეთ და გაიქეცით ბუნებაში!”