ეკატერინე ანდრონიკაშვილის მოთხოვნა

ეკატერინე ანდრონიკაშვილის მოთხოვნამსახიობი ეკატერინე ანდრონიკაშვილი სრულიად სამართლიანად მოითხოვს ქვეყნის მმართველი შესაბამისი უწყებებისგან გააცოცხლონ კულტურა:

“იქნებ მოახერხოთ, რომ შემოდგომიდან ისევ გააცოცხლოთ კულტურა და მისი სფეროები, რადგან ეს თითქმის ერთადერთია, რითიც საქართველომ როგორც ქვეყანამ, შეიძლება იამაყოს და განსხვავებული იყოს, თორემ მძიმე ინდუსტრიით (ვერც მსუბუქით) ჩვენ ვერავის გავაკვირვებთ და სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობითაც, სხვა ბევრ სფეროზე რომ არაფერი ვთქვათ…

გარდა ამისა, სულიერი საზრდოა ეს ქართველებისთვის, აქამდე რომ მოვედით, ამ სულიერების დამსახურებაა და ესეც რომ მოსპოთ, რაღა იქნება გადასარჩენი?

მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურზე კი, გასაგებია, მხოლოდ ლუკმა პურზე და გადარჩენაზე ვიფიქრებთ, და ჭექა-ქუხილის (და კორონასი) შეგვეშინდება… მაგრამ აქამდე მოგვიტანია რაღაცნაირად და თუ სუულ უკან წაწიეთ, მაშინ თქვენ რატომღა დაგვჭირდებით?….ან რა იქნება ეს ქვეყანა?…”