9 მაისი, 2020

წმინდა გიორგის ხატი სვანეთის საგანძურიდან

წმინდა გიორგის ხატი სვანეთის საგანძურიდანსვანეთის საგანძურში დაცულ თითოეულ სიწმინდეს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

ნაირა ჯაჭვლიანი ამ საგანძურიდან წმინდა გიორგის ერთ-ერთი ხატის ისტორიას გაგვაცნობს:

“სვანეთის საგანძურიდან წმინდა გიორგის ერთ-ერთმა ხატმა ინება გამობრძანება ქვეყნის შესაწევნელად. ეს ხატი საოცარია მისი სიმბოლოებით. წმინდა გიორგი ტახტზე ზის – ანუ მახვშის სკამზე. საკარცხულის უკან მოჩანს მშვილდ-ისარი და ისრები, ჩაწყობილი საისრეში. მარცხენა ხელში უჭირავს ქარქაშში ჩაგებული ხმალი. ზედ შემოხვეული სიმბოლოთი. მხეცის თავზე დადგმული აქვს მარცხენა ფეხი. მარჯვენა ხელი მშვიდად უდევს თეძოზე.

ეს ყოველივე ნიშნავს რომ წმინდა გიორგის უბრძოლველად, ანუ სიბრძნით შეუძლია უკეთურების დამარცხება.

სწორედ ეს ჟამი დგას ახლა ჩვენს ქვეყანაში. სიმშვიდით, რწმენის სიმტკიცით, ანუ როგორც სახარება იტყვის, სიბრძნით უნდა დამარცხდეს ბოროტება. ეს გონიერება ხალხმა უნდა გამოიჩინოს.

საყურადღებოა, რომ წმინდა გიორგის იარაღიც მარცხენა ხელში უჭირავს და ცხოველის თავზეც მარცხენა ფეხი უდგას, რაც ნიშნავს, რომ იმხელა მადლი და ძალა შეიძლება მოგვცეს მარცხენაში, რომ ორივე ხელით გამარჯვებულნი ვიყოთ. აბა, როგორღა იქნება გამარჯვება, თუ ორივე ხელით არ გავიმარჯვეთ.

სიბრძნეს სახარებისა, რომ რწმენით შეიძლება მთა გადადგეს, “ვეფხისტყაოსანიც” თავისებურად ამბობს: “ჰკრა ერთმანეთსა დახოცნა თავსა ხელაღუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.” ე.ი. ძალგვიძს უბრძოლველად შინაგანი სიმტკიცით და რწმენით უკეთურის დამარცხება.

ეს ქრისტეს მხედართა ხელობაა, საბრძოლო ხელობა. ამას შესწავლა, უნდა აქეთ მოგვიწოდებს წმინდა გიორგი. შევევედროთ მას, წმინდა კელაპტრები ავუნთოთ და შევთხოვოთ წმინდა ჯვრის მადლით შეგვეწიოს. ეს არის – ძლიერება უბრძოლველი… დიდება ღმერთს.”