15 მაისი, 2020

მისაბაძი მედეა ჩახავა

მისაბაძი მედეა ჩახავა  მსახიობი მედეა ჩახავა თავისი ადამიანობით არაერთი ადამიანისთვის გამხდარა მისაბაძი პიროვნება. პირველ რიგში, თავისი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისათვის:

“ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებია. თემური, მაკა, ივიკო, მათი შვილები, შვილიშვილები – ეს ნამდვილი სასწაულია. მესამე, მეოთხე თაობას მოვესწარი.

ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ სოფიკო (ჭიაურელი ავტ.) და მისი შვილებიც. მისი გარდაცვალება ჩვენთვისაც სამწუხარო იყო…

სოფიკო აღმერთებდა ჩემს შვილებს. ის მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ კოტესთან შვილი არ გააჩინა. სულ ვეუბნებოდი, რას ნანობ, სოფიკო, კოტესთან თუ შვილი ვერ გააჩინე, აგერ ბატონო, ჩემი შვილები, კოტესები არიან ესენიც-მეთქი….

სოფიკოს მართლა ძალიან უყვარდა ჩემი შვილები და მე მისი შვილები. ჩვენ ერთმანეთში არც მეგობრობა გვაკლდა, არც იუმორი და არც ერთმანეთის გატანა.”