27 მაისი, 2020

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელს სასამართლოში უჩივლეს

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელს სასამართლოში უჩივლესმსახიობ ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელს სასამართლოში უჩივლეს.

ინფორმაცია ხელოვანმა ამის შესახებ თავად გაავრცელა:

“გათიშული, სასწრაფოთი გადამიყვანეს ბათუმში “ბაუ” კლინიკაში და მხოლოდ თეატრის 375 ლარით ვარსებობდით მე და ჩემი ოჯახი. მეორე დღეს კი, კლინიკამ გამომიცხადა დავალიანების შესახებ, რომელიც 270 ლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ვერ გადავიხადე და წამოვედი.

3 წლის შემდეგ სასამართლოში მიჩივლა კლინიკამ და მედავება ფულს, რომლის გადახდაც საყოველთაოს უნდა ეკისრა, მაგრამ მე მთხოვენ!

სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი და დამაკისრა თანხის გადახდა, ზემოდან 50 ლარის დამატებით. უნდა გავასაჩივრო გადაწყვეტილება და ვნახოთ, როგორ მორჩება, ვინ გაიმარჯვებს!”